ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

“ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლულია”

როგორც kvirispalitra.ge წერს, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი შესაძლოა მოკლული იყოს და დამნაშავე უკვე დაჭერილი. ხეობაში კრიმინალისტები უკვე მუშაობენ.

შეგახსენებთ, 6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვქონდეს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც დააკავეს.

იტვირთბა....