ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიბილოვი: “დარწმუნებული ვარ, რომ ლათინურ ამერიკაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას”

ანატოლი ბიბილოვმა ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელ ანდრეი თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი ლათინურ ამერიკაში თავისი პოზიციების წინ წაწევაში წარმატების მიღწევას გეგმავს

„გადადგმული ნაბიჯები და დასახული მიზნები საბოლოოდ კარგ შედეგებს მოგვცემს. ლათინურ ამერიკაში მუშაობის ფრონტი დიდია. მკაფიოდ უნდა გავყვეთ არსებულ საგარეო პოლიტიკის კურსს. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი თიბილოვმა აღნიშნა, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ლათინურ ამერიკაში უფრო მეტი გაიგონ სამხრეთ ოსეთზე“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლობას ბრაზილიაში ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

იტვირთბა....