ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იყავი დაცული სანაპიროზე – რჩევები ზღვაზე დამსვენებლებს

საგანგაბო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა იყვნენ დაცულები სანაპიროზე.

საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გთავაზობთ რჩევებს – იყავი დაცული სანაპიროზე.

საზღვაო სეზონი გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. ცურვა, მზის აბაზანების მიღება სასიამოვნო პროცესია, თუმცა ასეთ მომენტებშიც კი, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება აუცილებელია.

შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი: პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი, წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება.

​გაცურეთ იქ, სადაც მაშველები ახლოს არიან: ​ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მაშველები სანაპიროს ყოველ წერტილში ვერ იდგებიან, ამიტომ ეცადეთ საცურაოდ აირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაშველები პატრულირებენ.

შეეკითხეთ მაშველს: არასდროს მოგერიდოთ მაშველისთვის კითხვის დასმა, ისინი ყოველთვის მზად არიან მოგაწოდონ ინფორმაცია ამინდზე და იმ ზონის უსაფრთხოებაზე, სადაც ცურვას აპირებთ.

 ​თან იქონიეთ სამაშველო ატრიბუტიკა: თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ცურვის ტექნიკაში, ეცადეთ შორს არ გახვიდეთ, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი.

ასევე მნიშვნელოვანია ​დააკვირდით სანაპიროზე, სამაშველო კოშკურაზე არსებულ ნიშნებს

წითელი ალამი:თუ ზღვის სანაპიროზე წითელ ალმას შენიშნავთ, ეს ნიშნავს რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

თეთრი ალამი:  ​თეთრი ალმის შემთხვევაში ზღვაში ცურვა ნებადართულია
ტივტივა: ტივტივა ზღვაში არსებული გამაფრთხილებელი ნიშანია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ცურვა უსაფრთხო არ არის

სანაპიროებზე შეხვდებით ბანერებს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ზღვაში შესვლა ნებადართული არ არის.

და ბოლოს, გაცურე მეგობართან ერთად

მოერიდოთ ზღვაში მარტო შესვლას, ყოველთვის ეცადეთ სანაპიროზე მეგობართან ერთად გახვიდეთ, ან უბრალოდ, ხალხმრავალი სანაპიროები შეარჩიოთ.

იტვირთბა....