ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბაკურციხის თემში დააკავეს.
გელა ეზიეშვილს ჩოხატაურის სამმართველოს წამომადგენლებმა ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს.
მერის წარმომადგენელს, ასევე, დაუდგინდა სხვა შემადგენლობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაც.
ფაქტს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით იძიებს.