ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია.
ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. სტიქიის ზონიდან შვიდ კილომეტრში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც წყლის დონის მატება-კლებას აკონტროლებენ და შესაბამის სამსახურებს აწვდიან ინფორმაციას.