პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია. როგორც ექიმები ამბობენ, გოგოჭურს ქვემო კიდურის მიდამოებში აქვს მიღებული მრავლობითი ჭრილობები.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა მიიყვანეს.