ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც არ უნდა ანგელოზი ავირჩიოთ მთავარ პროკურორად, ნდობის აღდგენა გაჭირდება”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვუმა “მეტრონომთან” საუბრისას თადუმაძის პროკურორად დანიშვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესებში ხარვეზებია.

“მე ვერ ვიტყვი რომ გაიზრდება უნდობლობა პროკურატურის მიმართ, უბრალოდ ეს უნდობლობა შენარჩუნდება. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის რომ შევინარჩუნოთ სტატუსკვო , რომელიც კარგი არ არის, არამედ ნდობის აღდგენის პროცესი დავიწყოთ.

თადუმაძეში რა არის პრობლემა? პრობლემა გახლავთ იმაში რომ თვითონ ის პროცედურა დისკრედიტირებულია რა პროცედურითაც ხდება მთავრი პროკურორის არჩევა. რაც არ უნდა ანგელოზი ავირჩიოთ მთავარ პროკურორად, ნდობის არდგენა გაჭირდება, რადგან ფუნდამენტი არის ხარვეზიანი და როდესაც ფუნდამენტი ხარვეზიანია რაც არ უნდა კარგი და ლამაზი შენობა ააშენო ნდობა ვერ იქნება, რადგან სულ იქნება ეჭვი რომ რაღაც ისე არ ხდებოდეს როგორც საჭიროა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა

იტვირთბა....