ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) 2021 წლიდან ამოქმედდება.
ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევრო იქნება. ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის. ელექტრონული ავტორიზაცია მოქმედი იქნება მიღებიდან 3 წლის განმავლობაში.
ამასთან აპლიკანტი ვალდებული იქნება მიუთითოს ბოლო ათი წლის განმავლობაში წარსულში ნასამართლეობის და ომის ან კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდი.