საზოგადოება

დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე,  ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში დაათვალიერონ   ყოფილი     N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.

ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა,  რომლის ასაღებადაც უნდა მოგვმართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ.  995 32 23 12 734,   info@moc.gov.ge.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა.

იტვირთბა....