ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარი 14 წუთი მინდორზე იწვა

ინტერნეტ-პორტალმა “nanospell-typo” დაითვალა, მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი მატჩის განმავლობაში, რამდენ ხანს იწვა მინდორზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი. გაირკვა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, მატჩების დროს 14 წუთი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაუტარებია.

ყველაზე გრძელი მონაკვეთი მექსიკასთან მერვედფინალურ მატჩზე მოდის – ნეიმარი გაზონზე ხუთი წუთი და 30 წამი იწვა მას შემდეგ, რაც მიგელ ლაიუნმა კოჭზე ფეხი დააბიჯა.

ასევე გრძელი მონაკვეთი იყო შვეიცარიასთან მატჩში – 3 წუთი და 40 წამი.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნეიმარზე ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან ამ ჩემპიონატზე – ამ მომენტისთვის, ბრაზილიელზე 22-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

ბრაზილიის ნაკრები ბელგიას მეოთხედფინალში 6 ივლისს, 22 საათზე შეხვდება.

იტვირთბა....