საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის შტორმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა საყურადღებოდ,
საშტორმო გაფრთხილება მოხსნილია.
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”, – ნათქვამია განცხადებაში.