ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერი ახალი მანქანების შესაძენად ნებართვას მთავრობისგან ელოდება

არამარტო ჯიპების, არამედ სხვა მანქანების გაყიდვასაც ვგეგმავთ – ეს განცხადება გორის მერმა რადიო „მოზაიკასთან“ გააკეთა. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომობილების გაყიდვისა და ახლით ჩანაცვლების ნებართვას მთავრობისგან ელოდებიან.

„არამარტო ჯიპების, არამედ ყველა ძველი ავტომობილის გაყიდვას ვგეგმავთ. მაგრამ, ჯერჯერობით, ეს პროცესი შეჩერებულია, რადგან შესაძლოა ეს თავად სამინისტრომ გააკეთოს და შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ახალი მანქანების შეძენის ნებართვა უნდა მოგვცეს მთავრობამ”, – განაცხადა კოტე თავზარაშვილმა ოთხი თვის წინ გორის მერი თავზარაშვილი ამბობდა, რომ მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვით ხარჯების შემცირება და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შეძენა სურდა. ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 18 ავტომობილი ირიცხება.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....