ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე ახალგაზრდა ელექტროგადამცემ ბოძზე ადიოდა. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბოძზე პირველი ავიდა, დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც , სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს.