ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია: “პატარაძე შეიძლება იყოს კვირიკაშვილის თანამდევი ეფექტი”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – ზურაბ პატარაძის გადადგომას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. მათი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, რადგან გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. ზურაბ პატარიძის გუნდი თანამდებობას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. ბრიფინგი სამ საათზეა დანიშნული. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

„ფაქტია, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კრიზისიც. „ქართული ოცნება“ თავადაც ვერ გარკვეულა, როგორ უნდა მოაბას თავი ახლა ქვეყნის მართვას, ახლა გეგმა რომ არ აქვს, ვიცით.  ბუნებრივია, პატარაძე შეიძლება იყოს კვირიკაშვილის თანამდევი ეფექტი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მისი შემცვლელი, ივანიშვილის მორიგი ხელქვეითი, ეს არსებითად არ ცვლის მდგომარეობას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, ყოფილი პრემიერის – გიორგი კვირიკაშვილის კადრებს ახალი პრემიერმინისტრის – მამუკა ბახტაძის კადრებით ანაცვლებენ.

„ეს უკავშირდება იმას, რომ ნელ-ნელა გამოცლიან კვირიკაშვილის კადრებს და მოიყვანენ ბახტაძის კადრებს, თუმცა ამით არაფერი შეიცვლება, იმიტომ,  რომ ვინც არ უნდა იყოს შემცვლელი პატარაძის, მასაც მოუწევს იგივე დავალებების შესრულება, მაგალითად, ხეების გადაზიდვა, სხვა ჰობისა თუ ახირების დაკმაყოფილება, რომელსაც დაავალებს ამ ქვეყნის მმართველი და „ქართული ოცნების“ რეალური ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

იტვირთბა....