ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის რეზიუმე (CV) – რა გამოცდილებას ფლობს გახარია

გიორგი გახარია დაიბადა 1975 წლის 19 მარტს;

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 200 წელს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ოაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში, 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი ბიზნეს სკოლა და მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი;

1997 წლის სექტემბრიდან 2004 წლის ნოემრამდე იყო  A-Edam-ის გენერალური დირექტორი;

1999 წელს დამფუძნებლობა “ეფექტური პოლიტიკის” ანალიტიკოსი;

2004-2008 წლებში – SFK Group-ის გენერალური დირექტორი;

2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი;

2008 წლის ნოემრიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო ბიზნეს განვითარების დირექტორი რუსეთის ფედერაციასა და აღმოსავლეთ ევროპაში;

2013 წლის 6 მარტს დაინიშნა საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენად, 2014 წლის 6 დეკემბერს – საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივნად; 2015 წლის 5 ივნისს – საქართველოს ბიზნესომბუდსმენად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკურ საბჭოს მდივნად;

2016 წლის 18 ივლისიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკიტხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი;

2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემრამდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საართველოს შინაგან საქმეთა მინისტად, ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

იტვირთბა....