რუის ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესიის მოძღვარმა მამა გიორგი აბდუშელიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა აღნიშნა, რომ საპატრიარქო ქართველ ხალხს გაემიჯნა.
“ჩემთვისაც მოულოდნელი იყო საპატრიარქოს განცხადება. საპატრიარქო გაემიჯნა ქართველ ხალხს და ეუბნება, ქართველო ხალხო, კისერიც გიტეხიათ მანდ, გინდა ყრილობა მოიწვიეთ სპორტის სასახლეში, გინდა რაც გინდათ ქენით – ჩვენ შენთან არ ვართ. როგორ შეიძლება, ერმა და ბერმა გაერთიანება მოინდომა და ყრილობას ატარებს და საპატრიარქო ამას ემიჯნება”, – განაცხადა მამა გიორგიმ.
❗ საპატრიარქო გაემიჯნა ქართველ ხალხს და ეუბნება, ქართველო ხალხო, კისერიც გიტეხია – მამა გიორგი აბდუშელიშვილი
Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Dienstag, 3. Juli 2018
“ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობა” 6 ივლისს სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება.