ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საგამოცდო ცენტრში მისვლა საინგილოდან ჩამოსულ აბიტურიენტს ნახევარი საათით დააგვიანდა

გლდანის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც გამოცდაზე არ შეუშვეს.

აბიტურიენტი ამბობს, რომ საინგილოდან ჩამოვიდა და შეცდომა გამოცდის გრაფიკის ცვლილების გამო მოუვიდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ასეთ დროს აბიტურიენტმა განცხადება უნდა დაწეროს მათთან და ოფიციალურად გაეცემა პასუხი.

„ორი ვარიანტია, აბიტურიენტმა თუ ვერ გაიგო განრიგის ცვლილების შესახებ, ის უნდა მოსულიყო 2-ში ან 3-ში მეორე სესიაზე და ჩვენ ვეტყოდით, რომელ დღეს გადავიდა მისი გამოცდა. როგორც ჩანს, მან გაიგო ცვლილების შესახებ ვინაიდან დღეს გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ საინგილოდან ჩამოსულ აბიტურიენტებს, თუმცა გამოცდებს თავისი პროცედურები აქვს“, – განგვიცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტს გამოცდის ჩასაბარებელ ქალაქად თბილისი თავად ჰქონდა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას ის აბიტურიენტები წერენ, რომლებსაც 2 ივლისს მეორე სესიაზე, ანუ 14:00 საათზე უნდა დაწყებოდათ გამოცდისთვის რეგისტრაცია.

იტვირთბა....