ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავითაშვილი: “სამი დღე – ღამის განმავლობაში ჩემს ეზოში მკვლელი იყო ჩასაფრებული”

კობა დავითაშვილი “ტელეკომპანია პირველის” ეთერში აცხადებს რომ სააკაშვილი მის მოკვლას გეგმა.

“2006 წელს მოხდა ჩემი მკვლელობის მცდელობა. ჩემს ეზოში ქილერი იყო ჩასაფებული. მეზობლებმა ჩათვალეს რომ ეს ძალიან საეჭვო იყო, ანუ მკვლელის სამი დღე-ღამის განმავლობაში ეზოში ყოფნა. გავიდნენ გაესაუბრნენ ეჭვიც შეიტანეს, რომ მათ მიმართ ხომ არ იყო მკვლელი ჩასაფრებული, მაგრამ როდესაც კონფლიქტი მოხდა და ქილერი გაიქცა, რის შემდეგაც უკან მობრუნდა და ერთი მეზობლი დაჭრა, გაირკვა რომ მის მიერ გადაგდებულ ფუთაში აღმოჩნდა ჩემი სურათი. ამით გაირკვა რომ ეს ადამიანი მე მელოდებოდა რომ მოვეკალი.  სააკაშვილმა თითქოს საქმე გამოიძია და თქვა რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავდა ჩემს მკვლელობას და ამით ქვეყანში არეულობის შმეოტანა უნდოდა.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს მკვლელობას გეგმავდა  მიხეილ სააკაშვილი” – განაცხადა დავითაშვილმა.

იტვირთბა....