ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძეს უწყებაში პირობა მისცეს, რომ საქმესთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში სარალიძესა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც უწყების დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მან მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

შეხვედრას არ დასწრებია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მეორე დღეა, შსს-ს ეზოში მჯდომარე აქციას მართავს. ის მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.

იტვირთბა....