aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

12 მოზარდის გამოქვაბულიდან გამოყვანას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტაილანდში 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი გამოქვაბულში არიან ჩარჩენილები. როგორც ქვეყნის შეარაღებული ძალების წარმომადგენელი აცხადებს, მათ ან ყვინთვა უნდა ისწავლონ და დაგუბებული წყლის გავლით დატოვონ გამოქვაბული, ან რამდენიმე თვე უნდა დაელოდონ წყლის დონის დაწევას.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მოზარდები და მათი მწვრთნელი 9 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. მაშველები მათ პირველადი მოხმარების ნივთებს აწვდიან. მაშველების თქმით, მათ შესაძლოა 4 თვის განმავლობაში მოუწიოთ გამოქვაბულში ჩარჩენილების მომარაგება.

BBC-ის ინფორმაციით, მაშველები გამოქვაბულში სატელეფონო ხაზის შეყვანას ცდილობენ, რათა ბავშვებმა მშობლებთან დალაპარაკება შეძლონ.

Finding the Thai cave boys

This is the moment the missing Thai boys and their football coach were located after over a week missing in a cave system. Rescuers now face the challenge of freeing them.Latest news: https://bbc.in/2z3V9Zq

Gepostet von BBC News am Montag, 2. Juli 2018

იტვირთბა....