ბარბარე რაფალიანცის საქმეზე სკანდალური განცხადების შემდეგ ყოფილი პროკურორის, მილენა მათიაშვილის ქმრის, რივერა ბენდელიანის ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას მოითხოვს. საქმე ეხება „რუსთავი 2-ის“ ეთერში სიუჟეტს, სადაც ყოფილი პროკურორის ქმარი ყვებოდა, რომ მისი მეუღლე ბავშვის მკვლელობის საქმის გაყალბებას პროკურორ ირაკლი შოთაძის დავალებით გეგმავდა.ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
რივერა ბენდელიანის ინფორმაციით, მისი მეუღლე გარდაცვლილი ჩვილის მშობლებს აიძულებდა, ბავშვის მკვლელობა ოპოზიციური პარტიისთვის დაებრალებინა.
ბენდელიანის ადვოკატი, ინგა არახამია ამბობს, რომ ამ ფაქტის საფუძველზე მილენა მითაიშვილის და ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„დაწყებულ იქნეს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დღეისთვის მოქმედი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის, ნიკოლოზ დგებუაძის და ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მიმართ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციისა და გაყალბების ფაქტზე,“- განაცხადა ადვოკატმა, ინგა არახამიამ.
ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმაც გააკეთა კომენტარი, რომლის აზრითაც, პროკურატურა ამ საქმეს არ გამოიძიებს, ამიტომ ინგა არახამიამ სტრასბურგის სასამართლოს უნდა მიმართოს. ხატიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ხელს აფარებს პროკურატურის მაღალჩინოსნებს