ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დე ფაქტო საგარეო უწყება: “თბილისმა გადაწყვიტა ტატუნაშვილის სიკვდილი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს”

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე კომენტარს აკეთებს.

„საქართველოში პერმანენტულად არსებული არასტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა, მივდივართ დასკვნამდე, რომ თბილისმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, რაც მოქმედი ხელისუფლების პოპულისტურ ინტერესებს ემსახურება“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, „ამგვარი ქმედებების ცინიზმი აშკარაა, ვინაიდან ეს ხდება ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამ 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით თავისი ტერიტორიიდან ასი ათასზე მეტი ოსი განდევნა“.

„ამ სიის გამოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოფიციალური თბილისის უპასუხისმგებლო ქმედებებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინაშე საკუთარი დანაშაულის გააზრების შიშს. უდავოა, რომ ამგვარი სასანქციო ქმედებები პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ატმოსფეროზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს შესაბამისი ზომები მიიღოს განსაზღვრული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

იტვირთბა....