ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მზისგან დამწვრობით ექვს ადამიანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა

მზისგან დამწვრობით ექვს ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე განაცხადა, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მათი ასაკი 9-დან 22 წლამდე მერყეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, დღემდე კლინიკას უკვე 71 პაციენტმა მიმართა. მათგან 55 შემთხვევა რუჯს და ძლიერ სიცხეს უკავშირდებოდა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, შუადღეს მზეს მოერიდნონ, მით უმეტეს ახლა, როცა ქალაქში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება“, – აცხადებს  გუგა ქაშიბაძე.

იტვირთბა....