ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

რამოსი: “ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ”

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს თავაწეული ტოვებს.

“ტურნირს თავაწეულები ვტოვებთ. ჩვენ ვეთამაშეთ მეტოქეს, რომელიც პირველივე წუთიდანვე იმაზე ფიქრში იყო, როგორმე პენალტების სერიამდე მისულიყვნენ. სხვა შემთხვევაში, მათ ჩვენთან წარმატების მიღწევის შანსი არ ჰქონდათ.

მე ამაყი ვარ, რადგან ვუკაპიტნე გუნდს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული”, – აცხადებს რამოსი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთ გუშინ რუსეთის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების დარტყმებით გამოთიშა ტურნირი.

იტვირთბა....