განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან გაზაფხულზე ჩატარდეს. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
“ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ”,- განაცხადა ჩხენკელმა