ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიმინოშვილი: ” გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერეთადერთ პრობლემა შენობებია”

შფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთ პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით, რადგან ამ დროს სკოლებში და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესია და გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ.

მისი თქმით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.

“მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა”,- განაცხადა მიმინოშვილმა.

საქართველოში ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მოსაზრება დღეს განათლების მინისტრმა გამოთქვა.

“ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა

იტვირთბა....