კარგი იქნებოდა მახათების ყიდვას ანბანი ეყიდათ, კითხვა ესწავლათ, კანონები წაეკითხათ, მიხვდნენ რაზეა და შემდეგ აკეთონ ეს დასკვნები. მასხარად თუ უნდათ ყოფნა, ეს თავიანთი გადაწყვეტილებაა, მე არ დავუშვლი, – ასე ეხმაურება ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატის გოგი წულაიას მიერ საკრებულოებისთვის მახათების გაგზავნას.
“გოგი წულაიას ეგ მახათი თავად უფრო გამოადგება. ნამდვილად არ გვცალია მაგ საჩუქრების მისაღებად. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. შეუძლია დაიტოვოს მახათები და მოიხმაროს. ეს არის არასერიოზული და უსაქმური კაცის საქციელი. კარგი იქნებოდა მახათების ყიდვას ანბანი ეყიდათ, კითხვა ესწავლათ, კანონები წაეკითხათ, მიხვდნენ რაზეა და შემდეგ აკეთონ ეს დასკვნები. მასხარად თუ უნდათ ყოფნა, ეს თავიანთი გადაწყვეტილებაა, მე არ დავუშვლი”, – განაცხადა გამგებელმა.