ბათუმის მერიის შენობასთან ხმაურია. სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტრო აქციას მართავენ. მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად მათ ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს.
11:00 საათზე ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა არის დაგეგმილი, სადაც ერთ–ერთი მთავარი თემა მძღოლების საკითხი იქნება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით, მათ შემოსავლის წყარო შეუმცირდებათ.
აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მერიის წარმომადგენელი ხვდება. როგორც მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, უწყება მათ მოლაპარაკებას სთავაზობს, რისთვისაც შეხვედრას სთხოვს. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მძღოლები, ჯერჯერობით, უცნობია.