ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სავარაუდოდ ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, – ამის შესახებ  მომღერალ თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შავაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნოზაძესთან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ მისულა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერებიც არსებობდეს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ მუხლს, რომელზეც საუბარია, არ აღიარებს. საკითხავია შესახვედრად ვინ ვის დაუკავშირდა. შესაძლოა, არსებობდეს ვიდეოჩანაწერებიც”, – აღნიშნა არჩილ შავაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....