რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობ აღდგა – მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
როგორც “მეტრონომს” კომპანია “ინტერტრანსში” განუცხადეს მათ მძღოლებთან შეთანხმებას მიაღწიეს, კერძოდ ხუთი ივლისიდან მძღოლები კომპანიას 70 ლარის ნაცვლად 60 ლარს გადაუხდიან.
შეგახსენებთ, რომ
რუსთავი-თბილისის დიდუბეში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ.
მძღოლები გადასახადის 70-დან 50-ლარამდე შემცირებას ითხოვდნენ, რადგან ზაფხულის დადგომასთან ერთად მგზავრთა ნაკადმა იკლო.
გარდა ამისა, მძღოლები 22-ე მანქანის მოხსნასაც ითხოვენ, რომელიც დღეს დაემატა.