ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დევიდ ფრაისი: “საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, “ნატო” კი უნდა იყოს ღია”

კონგრესმენმა დევიდ ფრაისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, თავად განსაზღვროს საკუთარი კურსი, ნატო კი უნდა იყოს ღია.

„საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, თავად განსაზღვროს საკუთარი კურსი, ნატო კი უნდა იყოს ღია და გადადგას ნაბიჯები, რომ მიღწეულ იქნას ის ურთიერთობა, რაც სურს საქართველოს მოსახლეობას. ეს რთული პროცესია, ხანგრძლივი პროცესი, თუმცა მანამდე არსებობს ბევრი გზა სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა, მაგალითად სამხედრო კუთხით, ქართული ძალების მხარდაჭერა, მათი წვრთნა და აღჭურვა. ჩვენ მხარს გიჭერთ. საქართველოს შემთხვევაში იყო პარტიული ხელმძღვანელობის ცვლილებები, სამთავრობო ცვლილებები, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის საქართველოს ურყევი სურვილი, გახდეს ევროპის ნაწილი და რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ეს ამბიცია იყოს რეალიზებული“, – განაცხადა კონგრესმენმა.

იტვირთბა....