პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს გამოართულ ბრიფინგზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სიაში უკვე 33 ადამიანია შეყვანილი და შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს.
ბახტაძის განმარტებით ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა.
“მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დაწესება და სამართლის აღსრულების ხელშეწყობა. ასევე განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტს და მთავრობას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.