ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილი აცრცელებს.
როგორც მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე “ფული პოლიტიკაში” განუცხადა, კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.
“ასეთი პრეცედენტები არის და ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ ეს თემა. კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით და პროცესები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.
“ვმუშაობთ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. პრობლემები არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ვადებთან”,- განაცხადა მექვაბიშვილმა.