ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითმხილველი: “დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა”

„ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის მეზობელი აცხადებს, რომელიც ნოზაძის დაჭრის დეტალებს ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს, რომ დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.

„ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა“, – განაცხადა თვითმხილველმა.

ფაქტის მეორე თვითმხილველის ინფორმაციით კი, ნოზაძე, სავარაუდოდ, ყელის არეშია დაჭრილი.

„კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში. მანამდე მანქანა დიდი სისწრაფით ეზოში შემოვიდა და ამან მიიქცია ყურადღება“, – განაცხადა თვითმხილველმა.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....