წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ “მეტრონომს” ინფორმაცია შსს-მ დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, სულ კლინიკებში 19 პაციენტი გადაიყვანეს.
როგორც“მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.