პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა, კახა სირაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული მოწმე თუ რამე ჩვენებას იძლეოდა, დაკავშირებულს პიროვნების იდენტიფიკაციასთან, რაც შესაძლებელს გახდიდა პიროვნების ამოცნობას, მასთან ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. თუ ითხოვთ, რომ ყველანი პირველ რიცხვში დაკითხულიყვნენ, უკიდურეს შემთხვევაში ორ რიცხვში, პირდაპირ გეტყვით, ამას ვერ გავწვდებოდით.
კახა სირაძემ კომისიის წევრის ირაკლი აბესაძის შეკითხვას უპასუხა, აჩვენეს თუ არა საქმის მოწმეებს იმ არასრულწლოვნების ტანსაცმელი და ჩაცმულობა, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარში მონაწილეობდა. ასევე ჰკითხეს თუ არა მათ, ეზოს რომელ მონაკვეთში იმყოფებოდა ესა თუ ეს პიროვნება ჩხუბის მომენტში.
მისი თქმით, „თუ რომელიმე მოწმეს შეეძლო პიროვნების იდენტიფიკაცია მასთან ჩატარდა და აუცილებლად ჩატარდებოდა შესაბამისი ღონისძიება.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელ კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.