ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თვითმხილველთა თქმით ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა

თვითმხილვველთა თქმით წეროვანთან ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა, რამაც ავარია გამოიწვია.

მათივე თქმით, მძღოლი ეროვნებით თურქია.

ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში 11 დაშავებული გადაიყვანეს, რვა კი „ჯეოჰოსპიტალში“.

ორ დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

იტვირთბა....