ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წეროვანთან ავარიაში 18 ადამიანი დაშავდა

წეროვანთან სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულები მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  მსხვერპლი არ არის.

როგორც “მეტრონომს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....