ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის სტატუსით იბრძოლებს

ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე, იაპონური სუმოს ასოციაციის განახლებულ რეიტინგში,  დასავლეთის რანგით მეორე ოძეკია.

განახლებული რეიტინგი, ისტორიულია. პირველად, სუმოს ისტორიაში, ქართველი სუმოისტი, ოძეკის წოდებით არის წარმოდგენილი, რომელიც მესამე ევროპელია, რომელმაც ეს საპატიო ტიტული დაიმსახურა. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

ნაგოია ბაშოზე ლევან გორგაძე დასავლეთის მე-2 ოძეკის სტატუსით იბრძოლებს. თუმცა ეს წინსართი მხოლოდ ფორმალურია და ოძეკის დოჰიოზე ასვლის დროსაც კი არ აცხადებენ მას.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგა ჯუღელს, მან ზუსტად 7 საფეხურით დაიხია რეიტინგში და დასავლეთის მე-9 ნომრად იქნა განთესილი ჯურიოს დივიზიონში. წინა ბაშოზე გაგამარუ დასაველთის მე-2 ნომრის სტატუსით ირჯებოდა, ბალანსი ჰქონდა 4-11 და ამდენად დაქვეითებაც სავსებით ადექვატური იყო.

ნაგოია ბაშო აიჩის პრეფექტურის სასახლეში, რომელსაც სულ ახლახანს “დოლფინს არენა” ეწოდა, 8 ივლისიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად, 15 დღეს გასტანს.

მომზადებულია გვერდის – “ქართული სუმოს ქომაგების” მიხედვით

იტვირთბა....