ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭიჭინაძე: “იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს”

„ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” თუ აქვს შეცდომები, გარედან კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს“.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მმართველ გუნდთან საუბარშიც უკვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვების შემდეგ უფრო თავისუფლად გააკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“.

„მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი როდესაც იქნება დაკავებული თანამდებობიდან, მეტი საშუალება ექნება უფრო რეალურად გვაკრიტიკოს,“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

უმრავლესობის წევრმა, ჟურლალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

“დიახ, უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია. ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

იტვირთბა....