პოლიციამ “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” 10 წარმომადგენელი, “რუსეთი ოკუპანტია!” – ამ წარწერის სტიკერების რუსთაველის გამზირზე გაკვრის გამო დააკავა.
ისინი დღის ბოლოს ორთაჭალაში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კანონდარღვევაა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში ახალგაზრდები გაათავისუფლეს.