ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში დევნილებს ბინები გადასცეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში, 6 ახალაშენებულ კორპუსში 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. სხვებთან ერთად, ბინები მიიღეს 9 ნგრევად შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა. ზუგდიდში 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგა ფაცაცია დაესწრნენ.
ზუგდიდში ამ ეტაპზე ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს მომავალ წელს გადაეცემა.

იტვირთბა....