ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შენგელაია: “დავუძახე, ბიძინა მობრძანდით აქ მეთქი და ტუჩებში ვაკოცე, ქრისტესმიერი კოცნა გავუკეთე”

რეჟისორი გიორგი შენგელაია “რუსთავი 2-ის” ეთერში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და განმარტავს თუ რატომ დაუძახა მას “უწიგნური კაცი”.

არაფერი ცუდი არ მითქვამს “უწიგნურია კაცი” მეთქი. მე მივუტანე მაგას არაჩვეულებრივი წიგნი ამერიკული კონსერვატიზმის ისტორია. რომ დამეხმარებინა მაგისთვის. ვუთხარი ბიძინა საქართველოში ეს ლიბერალიზმი და დემოკრატიზმი მაინც და მაინც არ მუშაობს და აბა ნახე ეს მეთქი და მითხრა, რომ ჩემი ცოლი ჩამოვა ახლა ამერიკიდანო, წაიკითხავს და მომიყვებაო. მე გავბრაზდი და ვუთხარი მომეცი ეს წიგნი მეთქი და გარეთ რომ გამოვედი ვხედავ, რომ ძალიან შეწუხებული დადის აქეთ იქით და დავუძახე ბიძინა მობრძანდით აქ მეთქი და ტუჩებში ვაკოცე. აი ქრისტესმიერი კოცნა გავუკეთე. ანუ არ დავრჩი ნაწყენი, მივეცი  მესიჯი რომ მე შენ როგორც ადამიანს მაინც არ გამცირებ”, – განაცხადა შენგელაიამ.

იტვირთბა....