ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გაბედავამ On.ge-ს ქარტიაში უჩივლა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო გიორგი გაბედავას განცხადება ონლაინ გამოცემა on.ge-ს წინააღმდეგ. სადავო გახდა 2018 წლის 17 მაისს გამოქვეყნებული ახალი ამბავი გიორგი გაბედავა ისევ დააკავეს”. განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ის მოხსენიებულია როგორც “ჰომოფობიური და ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი”. ინფორმაციას qartia.ge ავრცელებს.

გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა შესაბამისად, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. ასევე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: მესამე (დადასტურებული წყარო/მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

იტვირთბა....