ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შენგელაია ივანიშვილზე: “ისეთი “ხიტრი” იმერელია ყველაფერს მოგატყუებს”

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს“.

ცნობილი კინორეჟისორი ივანიშვილს ორპირობაშიც სდებს ბრალს და მიიჩნევს, რომ „ძალიან ცუდი მთავრობის“ პირობებში „მიტინგები აუცილებლად უნდა განახლდეს“.

„ძალიან ცუდი მთავრობაა ახლა და ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს. მიტინგები უნდა განახლდეს, აუცილებლად უნდა განახლდეს.. ეს რაც ხდება და მოხდება კიდევ, მოხდება თუ არ გაიღვიძებთ… პაზორნი ხალხია ესენი, პაზორნი… ისეთი ხიტრი იმერელია, რომ ყველაფერს მოგატყუებს რაა. ერთ ტრუპკაში რეკავს ერთს ლაპარაკობს, მეორე ტრუპკაში რეკავს მეორეს ლაპარაკობს, უსწავლელი კაცია… მილიონ ნახევარი იყო სტავკა, რომ აი ესეთი ბზარები დაეწყო ჩვენს შორის“, ეს არის ფრაგმენტები ცნობილი კინორეჟისორის ინტერვიუდან, რომელიც მან „რუსთავი 2“-ს მისცა. სიუჟეტი გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ 24 ივნისს 21 საათზე გავა.

იტვირთბა....