ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “ჯერჯერობით საუბარი გვქონდა რეორგანიზაციაზე, ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება”

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო გუნდში ახალი სახეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა.

“ჯერჯერობით საუბარი გვქონდა რეორგანიზაციაზე. ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა. უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მსჯელობის საფუძველზე წარმოადგენს ასე ვთქვათ რეორგანიზაციის ვარიანტს და მას ეყრება კენჭი პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით. არსებით და პრინციპულ საკუთხებზე გუნდში თანხმობაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....