47 წლის წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ “ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად”
საქალაქო სასამართლოში დღეს ძიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს და მას წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრეს.
„ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა და თუ გაითვალისწინებთ. არსად არ ვაპირებ მიმალვას. მაშინვე ვუთხარი, რომ არსად არ გავრბივარ. ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი“, – განაცხადა 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძამ.
მოსამართლემ 47 წლის წლის ქალს აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცეს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახისწევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.