ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: “მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლოს კითხვებზე საპასუხოდ რამდენიმე კვირა გვაქვს”

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროსასამართლოს კითხვებზე საპასუხოდ რამდენიმე კვირა გვაქვს.

მისი თქმით, კითხვებზე პასუხების გასაცემად, იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციას გამოითხოვს და ევროპულ სასამართლოს შეჯერებულ დოკუმენტს წარუდგენს.

„ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხების შესადგენად ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვირა. იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, როგორც წესი და რიგია, ჩვენ გამოვითხოვთ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციას იმისთვის, რომ პოზიცია შემუშავდეს და ერთიანი დოკუმენტი გადაეგზავნოს ევროპულ სასამართლოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სასამართლოდან რვა კითხვა მიიღო, რომლებისთვისაც პასუხების გასაცემად რამდენიმე კვირა აქვს.

2017 წლის 29 მაისს, აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს ევროსასამართლოში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები არჩილ ჩოფიკაშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავენ.

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. ასევე მუხთარლის საქმეზე პარალელურად საქართველში მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

იტვირთბა....