თეოლოგები წმინდა სინოდის გუშინ გამართულ სხდომას, რის შემდეგაც სინოდმა საბოლოო განჩინება გამოსცა ასე აფასებენ – შეკრება შეკრებისთვის. შემაჯამებელი დოკუმენტით დაზუსტდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს სტატუსი, რომელსაც ილია მეორემ ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მისცა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
სინოდის მიერ მიღებული განჩინების მიხედვით, წმიდა სინოდის სხდომაზე უკრაინაში შექმნილ საეკლესიო ვითარებაზეც იმსჯელეს.
თუმცა თეოლოგები ამბობენ, რომ სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდა ვერც ერთი კრიტიკულ საკითხი, რაც დღეს ეკლესიის წინაშე დგას.
„იგი ავანსად უფრო მეტად წარმოადგენს მოსაყდრის რანგს, ვიდრე ქმედითად, შესაბამისად, ის არის მოლოდინის რეჟიმში, რაც არ უნდა უხერხული იყოს, რომ ძალაში შევიდეს კათოლიკოს-პატრიარქის ან პირადი ნება-სურვილით გამოხატული გადადგომით, ან მისი გარდაცვალებით. ჩვენ მართვა-გამგეობის დებულებაში არ გვიწერია დეფინიცირებულად განსაზღვრება თუ რა დავალებებსა და ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს მოსაყდრე. ეს კვლავინდებურად ტოვებს თვითნებობის საშიშროებას, რომ საქართველოს ეკლესიაში ორხელისუფლებიანობის ალბათობა დადგეს,“- განაცხადა თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა