მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა არგენტინა 3:0 დაამარცხა.
პირველი გოლი მეკარის შეცდომის შემდეგ ანტე რებიჩმა გაიტანა. ამას ხორვატთა კაპიტნის ლუკა მოდრიჩის შორეული გასროლა მოყვა, ხოლო წერტილი თამაშს ივან რაკიტიჩმა დასვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.
ახლა, არგენტინას და მესის ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი აქვს. ხვალ თუ ნიგერია ისლანდიას მოუგებს, ხოლო შემდეგ არგენტინა ნიგერიას მოუგებს, თანაც დიდი სხვაობით, შემდეგ ეტაპზე გავა.
ფოტო: 1tv